ფეხბურთი

22:18 | 11.12.2016 | ნანახია 3505 - ჯერ

"ზუგდიდის" უცნაური ისტორია: უკრაინელი დამფინანსებელი უკრაინაში სამსახურს ეძებს...

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ექს ვიცე-პრეზიდენტი და იდეაში ინვესტორი სამშობლოში სამსახურის ძიებაშია. სვიატოსლავ სიროტამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სასურველია ახალ სამსახურში ანაზღაურება 25 ათასი გრივნა იყოს თვეში. იმასაც დასძენს, რომ მზადაა კიევი დატოვოს და სხვა ქალაქში იმუშაოს.

ამასთან, სიროტა “ზუგდიდში” გატარებულ პერიოდსაც იხსენებს:

“სამწუხაროდ, ჩემი თანამშრომლობა “ზუგდიდთან” შეწყდა, თუმცა რეალურად ის არც დაწყებულა. აგვისტოს დასაწყისში წარმადგინეს, როგორც კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ სექტემბრის შუა რიცხვებამდე ჩემი სტატუსი გუნდში იურიდიულად არც დამტკიცებულა. სწორედ ამიტომ, სახლში, კიევში დაბრუნება მომიწია”, - ციტირებს სიროტას სიტყვებს footboom.com-ი.

მოგეხსენებათ, სვიატოსლავ სიროტას “ზუგდიდი” უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, დასაფინანსებელი იქეთ ყოფილა...


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:08 | 12.12.2016
vai tkvens patrons (147)

რისი ამბიცია გვაქ?

18:07 | 12.12.2016
vai tkvens patrons (147)

ეს ხდება უმაღლესი ლიგის გუნდში

15:45 | 12.12.2016
Buratino (3505)

სვიატოსლავ სირ-ოტა. სახელზე რა ვთქვა და გვარის ფუძე ზედგამოჭრილია თვითონ მასზეც და ზუგდიდის ხელმძღვანელებზეც

12:39 | 12.12.2016
BEERTRANCE (97819)

ჩავბჟირდი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

აგერ ნახეთ ჩვენს ჯინაზე აწი ისეთ ინვესტორებს მოიყვანენ, მინიმუმ 5000$ დოლარიან სამსახურს რო მოითხოვენ

12:31 | 12.12.2016
KoRBeN DaLLaS (24842)

თან რა აცვია ფოტოზე DDDDDDDDD
ამას უეჩველი ვალინკები აქვს ფეხებზე ამოცმული дა ხელში ბალალაიკა უკავია.
ჰო... თან პეჩკაზე ძინავს DDDDDDDDD

11:23 | 12.12.2016
ბაგი-რეი (2263)

ეს კარგი იციან რომ ჩვენი გუნდების მენეჯმენტი გრიფით საიდუმლო რო არის. თუ არ ჩაწერეს კანონში რო ხარჯები გასაჯაროვდეს უბრალოდ ფულის გამათეთრებელ სტრუქტურად დარჩება ჩვენი ფეხბურთი

10:18 | 12.12.2016
giomebo (1190)

25 000 გრივნა დაახლოებით 1000 დოლარია, ანუ რა გამოდის 2500 ლარიან სამსახურს ეძებს ეს სპონსორი? ინალიშვილო ფეხებით უნდა ჩამოგკიდოს კაცმა!!!

22:29 | 11.12.2016
სანდრო მელუა (438)

12 skami gamaxsenda

18:27 | 12.12.2016
ogafa (10211)

კომედია

0.12973