მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს ნიკა კაჭარავა – იმედისმომცემმა ქართველმა შემტევმა ამჯერად თავი კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში გამოიჩინა, თანაც დუბლით. ნიკამ “ეთნიკოსისა” და “ზაკაკიუსის” მატჩში შესძლო გოლები გატანა – მე-4 და მე-6 წუთებზე VIDEO. “ეთნიკოსმა” ეს მატჩი 3:1 მოიგო.
კაჭარავამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. მის გარდა, გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა გია გრიგალავამ, ხოლო გიორგი ილურიძე მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა. “ეთნიკოსს” 14 ტურში 17 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილამდე აღზევდა.
რაც შეეხება უშუალოდ ნიკა კაჭარავას – 11 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეთ დერბიშაირსა და პიეროს სოტირუისს ერთი ბურთით ჩამორჩება. კაჭარავამ ხსენებული 8 გოლიდან ოთხი “კარმიოტისას” გაუტანა, ორ-ორი კი, “არისსა” და “ზაკაკიუსს”.