“სამტრედიას” ფეხბურთელმა გიული მანჯგალაძემ “ჩიხურასთან” თამაში შეაფასა. ფეხბურთელის თქმით, ჩემპიონობაში მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის როლი ძალიან დიდია.
“ორივე დაძაბული თამაში იყო და პირველ თამაშში მოგებით დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, დღეს ადვილ თამაშს არ ველოდით. ვფიქრობ, პირველ ტაიმში გატანილმა გოლმა გაგვიადვილა თამაში. გია ცეცაძის დამსახურება დიდი ამ გამარჯვებაში, ასევე თემურ ლორთქიფანიძის წვლილიცაა ამ წარმატებაში. დანარჩენი კი, ჩვენზე, ფეხბურთელებზე იყო დამოკიდებული როგორ შევასრულებდით დავალებებს მოედანზე – ყველაფერი გამოგვივიდა და გავხდით ჩემპიონები”, - განაცხადა მანჯგალაძემ.