ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი პრემიერლიგაში გატანილი გოლების მიხედვით "ლესტერის" ბომბარდირი გახდა.
29 წლის ფეხბურთელმა "მანჩესტერ სიტისთან" მოგებულ (4:2) მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და "მელიების" მაისურით ინგლისის ჩემპიონატში 34 გოლი დაუგროვდა. ვარდიმ ემილ ჰესკის და მუსტაფა ქემალ იზეტას (ორივე 33 გოლი) შედეგი გააუმჯობესა.
მიმდინარე სეზონში ვარდის ყველა საკლუბო ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.