სტამბულში, "ბეშიქთაშის" სტადიონთან მომხდარ ძლიერ აფეთქებას კლუბის ორი თანამშრომელი შეეწირა. როგორც თურქული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ტერაქტის დროს გარდაიცვალა კლუბის მაღაზიაში მომუშავე 29 წლის უჯუ ტუნჩი და დაცვის თანამშრომელი ვეფ კარაკურდუ.
ტერორისტული აქტი სტადიონთან "ბეშიქთაშის" და "ბურსასფორის" (2:1) მატჩის შემდეგ განხორციელდა. უკანასკნელი ინფორმაციია, მასპინძლელი გუნდის თანამშრომლების გარდა დაიღუპა 27 პოლიციელი, ხოლო 166 ადამიანი დაშავებულია. ორივე კლუბმა აფეთქების შემდეგ ოფიციალური განცხადებებით ტერაქტი დაგმო.