კალათბურთი

11:31 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ტრავმის გამო შეხვედრა გამოტოვა

მიმდინარე სეზონში პირველად ზაზა ფაჩულიამ მატჩი გამოტოვა, ამის მიზეზი მარჯვენა მაჯის ტრავმაა. ზაზამ აღნიშნული დაზიანება ორი ტურის წინ “კლიპერსთან” მატჩში მიიღო. რამდენიმე დღის წინ ზაზამ ჟურნალისტებთან განაცხადა რომ მცირე მაჯის ტრავმა აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია. ქართველი ცენტრი პაკეტს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

ზაზას გარეშე კი “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “მემფისან” 110:89 წააგო. “დათვებმა” პირველი ტაიმის შემდეგ დიდი უპირატესობა მოიპოვეს, რისი აღმოფხვრა “მეომრებმა” ვეღარ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა. “მემფისმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა და შვიდ კალათბურთელს ჰქონდა 11 და მეტი ქულა ჩაგდებული, ყველაზე მეტი 19-19 ქულა ალენის და გასოლის ანგარიშზეა.

“გოლდენ სტეიტი” 20 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

მომდევნო მატჩში “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “მინესოტას” დაუპირისპირდება, შეხვედრა 12 დეკემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119278