საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ბექა ლომთაძე (61 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. არაოლიმპიური წონითი კატეგორიებისთვის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას ბუდაპეშტი მასპინძლობს.
უნგრულ ხალიჩაზე ლომთაძემ ოთხ მეტოქეს აჯობა: ყირგიზ ადილეტ მამატაევს (5:0), მოლდოველ ანდრეი პერპელიტას (5:2), საფრანგეთის ნაკრების წევრ იური სიემაკინსა (12:2) და აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს (12:11). ფინალში კი ამერიკელ ლოგან ჯეფრი შტიბერს დაუპირისპირდება.
დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაშიც უნდა გამოვლინდნენ, 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს სახელით კონკურენციაში მინდია წულუკიძე ჩაება, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გამოეთიშა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ინტერნეტ-რეპორტაჟს მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ოფიციალური ვებ-გვერდი განახორციელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ერთი ასი ათასი აქეთაც გადმოისროლე და ჩვენ უფრო მაგრად ვიტირებთ
ესენი თუ გაჭირვებულებია .. შენ ჩვენთან ნახე დევიდ მაშვინ .. ))
კარგი ა.
რესპექთ ბექზ!
ძალიან თავმდაბალი და კარგი პიროვნებაა
ბექზიიიი
დიდი ფეხბურთელი დიდი პიროვნება :*
ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს,საღოლ ბექზი,მაგრამ ამათზე გაჭირვებულები დაილია?
ბექს არ გინდა მე რო დამეხმარო?





ყოჩაღ.
საღორ ბექს.
დასაფასებელიააა : ))
მაგარი საჩუქარია