ფეხბურთი

10:51 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” “დეპორტივოსთან” ლიდერებს დაასვენებს

მადრიდის “რეალი” ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩს სამი ლიდერის: ქარიმ ბენზემას, კრიშტიანუ რონალდუს და ლუკა მოდრიჩის გარეშე ჩაატარებს. ამის შესახებ ”ბლანკოსის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ზინედინ ზიდანმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ ამ მოთამაშეებს დასვენება ესაჭიროებათ. აღნიშნული მოთამაშეების გარდა, მადრიდელები ტრავმირებულ გარეტ ბეილს და ფაბიო კოენტრაოს მოისაკლისებენ.

“რეალის” სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ნავასი, კასილია, იანეზი;
მცველები: რამოსი, პეპე, ვარანი, ნაჩო, კარვახალი, მარსელო, დანილო;
ნახევარმცველები: კაზემირო, კროოსი, ხამესი, კოვაჩიჩი, ასენსიო, ისკო;
თავდამსხმელები: ლუკას ვასკესი, მორატა, დიასი.

შეგახსენებთ, რომ “რეალის” და “დეპორტივოს” დაპირისპირება დღეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10875