ლა ლიგის მე-15 ტურის გახსნითი შეხვედრა “ლა როსალედაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მალაგამ” თანარეგიონელი “გრანადა” მიიღო და შინ ქულა გაატანა.
ფავორიტებად მასპინძლები მიიჩნეოდნენ და მთელი შეხვედრის განმალობაში სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ. ანგარიში 24-ე წუთზე იგნასიო კამაჩომ გახსნა, რომელმაც გილერმო ოჩოას ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაუტანა. “მედუზებს” სხვაობის გაზრდა მალევე შეეძლოთ, მაგრამ ოჩოამ ბრწყინვალედ ითამაშა და ვილანუევას დაახლოებით სამი მეტრიდან არ გაატანინა.
სტუმრებმა წონასწორობა 81-ე წუთზე აღადგინეს და ამის გაკეთება მათაც თავური დარტყმით შეძლეს. გოლი კრავეტსის ანგარიშზეა.
დარჩენილ დროში “მალაგა” ძალიან გააქტიურდა და 85-ე წუთზე დიეგო ლორენტეს გოლის გატანის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ ოჩოამ მისთვის დამახასიათებელი საოცარი რეაქცია კიდევ ერთხელ გამოავლინა და სამი მეტრიდან დარტყმული თავური მოიგერია.
დიეგო ლორენტემ კი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გოლი მაინც გაიტანა, მაგრამ არბიტრები შეცდნენ, არარსებული თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს და “მალაგას” 2 ქულა წაართვეს – 1:1.
“მალაგა” 21 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო “გრანადა” 9 ქულით მე-19 პოზიციაზე დარჩა.
მალაგა – გრანადა 1:1 (1:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): ბოიკო, დ.ლორენტე, ვილანუევა, როსალესი, მ.ტორესი, ფორნალსი, კამაჩო, ხუანპი (დუდა 64), ონტივეროსი, ხ.კარლოსი, ს.რამირესი.
მწვრთნელი: ხუანდე რამოსი
გრანადა (4-5-1): ოჩოა, სუნიერი, ლომბანი, ტიტო (კუენკა 73), გაბრიელი, აგბო (ბუენო 60), ბოგა, სამპერი, ა.პერეირა, კარსელა-გონსალესი (პონსე 68), კრავეტსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0 კამაჩო (24), 1:1 კრავეტსი (81)
გაფრთხილებები: მ.ტორესი, ფორნალსი, ვილანუევა – ტიტო, აგბო, სუნიერი, კუენკა, ლომბანი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო