კალათბურთი

22:40 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,ქუთაისმა“ იოლად გაიმარჯვა

მეათე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ,,ქუთაისი“ და ,,რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ, გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ.

მათი პროგნოზი მხოლოდ პირველ ტაიმში გამართლდა. პირველი მეოთხედის 11 ქულით 17:28 წაგების მიუხედავად მეორე მეოთხედში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს 42:45.

მეორე ტაიმმა ქუთათურთა სრული უპირატესობით ჩაიარა. კოტე ტუღუშის შეგირდებმა დროის ეს მონაკვეთი შესანიშნავად ჩაატარეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 91:67 დაამარცხეს.

მასპინძელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ეროვნული ნაკრების წევრებმა გიორგი ცინცაძემ ( 26 ქულა, 6 მოხსნა, 12 პასი) და ბექა ბექაურმა (22 ქულა) შეიტანეს.

სტუმართა შორის 16 ქულითა და 8 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ტომი სპანოლო იყო. მის გარდა 10 ქულას სტუმართა მხრიდან ვერავინ ასცდა.

,,ქუთაისი“- ,,რუსთავი“ 91:67

( 28:17, 17:25, 18:14, 28:11)

0.120253