კალათბურთი

16:09 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე კოლო ბრუნდება, ტეოდოსიჩი დაისვენებს

ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ ცსკა-ს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნანდო დე კოლო რამდენიმე დღეში დაუბრუნდება. ფრანგმა ბარძაყის ტრავმა ნოემბერში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, დე კოლო ცსკა-ს 16 დეკემბერს “ბარსელონასთან” ევროლიგის მატჩში დაეხმარება.

მოსკოვურ კლუბს წლეულს მილოშ ტეოდოსიჩის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს, აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ტეოდოსიჩს ექიმებმა დასვენება ურჩიეს, რადგან სერბს მთელი წელი, ფაქტობრივად, არ დაუსვენია, მილოშმა ზაფხულში ოლიმპიადაზე ითამაშა და სექტემბრიდან ევროლიგაში და “ვითიბი-ლიგაში” ჩაერთო. დე კოლოს ტრავმის შემდეგ, ბოლო კვირებია, ტეოდოსიჩის სათამაშო წუთები გაიზარდა. წყაროს ცნობით, მილოში პარკეტს 2017 წლის იანვარში დაუბრუნდება.

0.132459