ფეხბურთი

19:27 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ასპინძელაშვილმა აზერბაიჯანთან სპარინგებისთვის 22 ფეხბურთელს შეარჩია

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 16 და 19 დეკემბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს აზერბაიჯანთან. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გურამ ასპინძელაშვილმა ამ სპარინგებისთვის 22 ფეხბურთელი შეარჩია:

გურამ ჭიკაშუა (სფფ აკადემია), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), გიორგი აბზიანიძე (სფფ აკადემია), მარლენ აბსანძე (აკადემია ზუგდიდი), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ირაკლი აზაროვი (დინამო), ლევან თოლორდავა (მერანი), ნიკა მჭედლიძე (ზესტაფონი), შალვა მაღალდაძე (დინამო), ბექა აშორდია (სფფ აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო), ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო), გივი მუკბანიანი (ტორპედო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი იაკობიძე (დინამო), გიორგი გულიაშვილი (სფფ აკადემია), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), თორნიკე კურტანიძე (ცხინვალი), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), საბა კიკნაძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (სფფ აკადემია), გიორგი ღლონტი (შუქურა).

ქართველი 16-წლამდელები 9 დეკემბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბებიან. „ბასაზევე“ გაიმართება ორივე ამხანაგური მატჩი, თამაშები 14:00 საათზე დაიწყება.

0.11605