ჩოგბურთი

19:05 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეკერი ნოლეს აღარ გაწვრთნის

სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ გერმანელი ბორის ბეკერი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს აღარ გაწვრთნის, ამის შესახებ თავად სერბმა განაცხადა.

“სამწლიანი მუშაობის შემდეგ ჩემი და ბორის ბეკერის გზები გაიყო. გადაწყვეტილება ერთობლივი იყო. მინდა ბორისს გაწეული შრომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ახლა სწორი საშეჯიბრო გრაფიკის შედგენაა საჭირო, მომდევნო სეზონისთვის რომ მოვემზადო”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ბეკერთან თანამშრომლობის პერიოდში ჯოკოვიჩმა ექვსი დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115626