ფეხბურთი

20:23 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარეკ ჰამშიკი: “მილანს” და “იუვენტუსს” “ნაპოლი” ვამჯობინე”

სლოვაკმა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა So Foot-თან საუბრისას თქვა, რომ “ნაპოლიში” თავს კარგად გრძნობს. ფეხბურთელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას “მილანში” და “იუვენტუსში” იწვევდნენ, მაინც ნეაპოლში დარჩენა ამჯობინა და ამას არ ნანობს.

“შემეძლო “ნაპოლიდან” გადასვლა. 5 წლის წინ მქონდა შემოთავაზებები “მილანიდან”, შარშან კი “იუვენტუსიდან”. მიუხედავად ამისა, გუნდში დარჩენა ვარჩიე, რადგან მწვრთნელმა და პრეზიდენტმა მთხოვეს. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და “ნაპოლისთან” ერთად მოგება უფრო სასიამოვნო წარმომიდგენია” – თქვა მარეკ ჰამშიკმა.

შეგახსენებთ, რომ ჰამშიკი “ნაპოლიში” 2007-08 წლების სეზონში გადავიდა და დღემდე 419 თამაშში 104 გოლი აქვს გატანილი.

0.111012