საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე “ნანტს” დღეიდან სერჟიო კონსეისაო გაწვრთნის. როგორც ამ გუნდის ვებგვერდზე ვკითხულობთ, 42 წლის პორტუგალიელმა გუნდი ორი წლით ჩაიბარა.
კონსეისაომ ცოტა ხნის ცუდი შედეგების გამო დათხოვილი რენე ჟირარი შეცვალა – “ნანტი” ლიგა 1-ში ბოლოსწინა ადგილზეა.
კონსეისაოს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში აქამდე მხოლოდ სამშობლოში უმუშავია: “ოლჰანენსე”, “აკადემიკა”, “ბრაგა” და “გიმარაეში”. უფრო წარმატებული კარიერა ჰქონდა ფეხბურთელობისას და ერთ დროს პორტუგალის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერიც იყო.