ფეხბურთი

13:07 | 8.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

აკინფეევის მეორე ანტირეკორდი

მოსკოვის ცსკა-ს მეკარემ იგორ აკინფეევმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, „ტოტენჰემთან“ 1:3 წაგებული მატჩის მეორე ტაიმში ავტოგოლი გაიტანა (VIDEO).

30 წლის მეკარემ ჩემპიონთა ლიგაზე ავტოგოლი შარშანაც გაიტანა. ეს 25 ნოემბერს „ვოლფსბურგთან“ შეხვედრაში მოხდა.

ამრიგად, აკინფეევი გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ორი ავტოგოლი გაიტანა. გარდა ამისა, რუს კიპერს მეორე ანტირეკორდიც ეკუთვნის - მან გოლები ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 43 შეხვედრაში გაუშვა.

0.115807