საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრების’’ ცენტრალური თავდამსხმელის რეჯინალდ მერფის თამაში მეათე ტურშიც სათუოა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,მგზავრების’’ პრეზიდენტმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ მეცხრე ტურში ,,კაკტუსთან’’ შეხვედრა მერფიმ ავადმყოფობის გამო გამოტოვა, კალათბურთელს გრიპის ვირუსი აქვს.
,,მგზავრების“ მეტოქე მომდევნო ტურში ,,ქუთაისი“ იქნება.