სადაც ესპანელ მამაკაცთა თვალთა ბრიალი და ჩახუტების სურვილია, სადღაც იქვე ახლოსაა, ესპანელი მოდელი, ერიკა ვერნერი, რომელიც აგერ უკვე ხუთი წელია ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად ითვლება და ამ წოდებას ცოცხალი თავით არ დათმობს, უწინამც მავრნი შემოსევიან...
ტანფეხდალოცვილი და ზვიადი ერიკა ვერნერი წარმოშობით ლა კორუნიიდანაა და იმ ასულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ვერაფრით თმობენ “სალსა კლდეებსა” და ”სხვა ქვეყნის სამოთხეს” მათ ქვეყანაში ყოფნა და მამრების თვალების ბლეტვისა და ჭყეტვის ცქერა ურჩევნიათ.
ერიკა ორჯერ იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მიწვეული სხვადასხვა სამოდელო სახლის მიერ. ჩავიდა კიდეც, მაგრამ როგორც თავად ირწმუნება, ვერაფრით აუღო ალღო იქაურობას. სამშობლოს ნოსტალგიაც გიორგი სააკაძესავით მიეძალა და ბოლოს მაინც მშობლიურ ესპანეთში საქმიანობა არჩია. როგორც ჩანს, მასაც ბავშვობაში რაფიელ ერისთავის ცნობილ ლექსს ასწავლიდნენ.