ფეხბურთი

21:44 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარაი სამ კვირას გამოტოვებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" მცველი ეზეკიელ გარაი მარჯვენა ფეხზე კუნთების პრობლემების გამო სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "ღამურების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სამხრეთამერიკელმა ტრავმა "მალაგასთან" ფრედ (2:2) დასრულებულ ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩში მიიღო.

გარაი ტრავმის გამო "სოსიედადთან", "რეალთან" და "ლეგანესთან" გასამართ მატჩებს გამოტოვებს. ეზეკიელმა მიმდინარე სეზონში "ვალენსიას" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.114206