ბოლივიური ავიაკომპანია “ლამიას” გენერალური დირექტორი გუსტავო ვარგასი და კიდევ ორი თანამშრომელი დაკავებულია. ეს, ის ავიაკომპანიაა, რომლის თვითმფრინავითაც 9 დღის წინ ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი “შაპეკოენსე” კოლუმბიაში მიფრინავდა, თუმცა კატასტროფა განიცადა.
როგორც სანტა კრუზის პროკურატურის გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი, აღნიშნული ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი გახლდათ, მაგრამ ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ზედმეტი უყურადღებობა გამოიჩინეს.
ლაინერის ჩამოვარდნის ოფიციალურ მიზეზად საწვავის უკმარისობა დასახელდა, ხოლო ახლა გამოძიების შედეგად დადგინა, რომ რეისი გაუქმებული იყო, რადგან პრობლემის გამო მას ლიცენზია ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, “ლამიას” ხელმძღვანელობამ “შაპეკოენსეს” კოლუმბიაში წაყვანა მაინც გადაწყვიტა.
სამივე დაკავებულს ბრალად დაუდევრობა ედება. სანტა კრუზის პროკურატურა კი, გამოძიებას აგრძელებს და არაა გამორიცხული ეჭვმიტანილთა რიცხვი გაიზარდოს.
შეგახსენებთ, “შაპეკოენსე” მედელინში კოპა სუდამაერიკანას ფინალის სათამაშოდ მიფრინავდა, მაგრამ საუბედუროდ ლაინერს საწვავი გაუთავდა და კოლუმბიის მთებში, მედელინთან ახლოს ჩამოვარდა. ტრაგედიას 76 ადამიანი შეეწირა, მათ შორის, 19 ფეხბურთელი, 20 ჟურნალისტი, სამწვრთნელო შტაბის 8 წევრი. ცოცხალი ბორტზე მყოფ ადამიანთაგან მხოლოდ ხუთი გადარჩა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საწვავის მიზეზი ყველაზე ნაკლები შეილება იყოს იქიდან გამომდინარე რო, ბორტზე მყოფი ტექნიკი ან ხომალდის მეთაური საწვავის მომარაგებელ მანქანას თავად გადასცემს იმ მონაცემებს რა რაოდენობაც სჭირდება მას ფრენის დროს, პლიუს ყოველთვის მფრინავები იღებენ ზედმეტ მარაგს რადგანაც დაფრენის აეროპორტში ცუდი ამინდის ან სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენის თავიდან ასაცილებლად შესაძლებლო რო ქონდეს სხვა ალტერნატიულ აეროპორტში დაჯდომის.ყველაზე კარგად თავად პილოტმა იცის რა საწვავის მარაგი ჭირდება პროცედურულად როდესაც საწვავის მომარაგება მთავრდება თვითმფრინავის კაბინაში ხდება ჩვენება რა რაოდენობა ჩაისხა აკედან გამომდინარე პილოტმა ყველაფერი იცოდა და არამგონია ნაკლები საწვავით წასულიყო
ალბათ ფიქრობდნენ ამ რეისს მოვარტყავთ, ფულს ავიღებთ და საწვავსაც ჩავასხავთო. აქედან აღმართია, იქეთ დაღმართი და მიგვიყვანსო.
ასეტ ღლეეებს შეეწირა რა ფეხბურთელები,დახცვრიტეთ მაგათი ედეის ხახებში შევტენე მე :@
როგორ მოახერხეს, საწვავს 1 კილომეტრზე ამოწმებს ნებისმიერი და ამათ თვითმფრინავი დააიგნორეს, უკომენტაროდ