ფეხბურთი

16:05 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანში ქართველ ფეხბურთელს საშინლად ეუხეშნენ (+VIDEO) 

ბაქო აზალ-ის ქართველ შემტევ დავით ჯანელიძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატში საშინლად ეუხეშნენ. ეს აზალისა და "რავანის" მატჩში, რომელშიც აზალ-ი 4:0-ს იგებდა. "რავანის" მცველმა ზაჰიდ გულიევმა უწყინარ სიტუაციაში უკნიდან წიხლი დაარტყა ჯანელიძეს და რა თქმა უნდა, გააძევეს. ამასთან, 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

აი, რით ხსნის ასეთ უხეშობას გულიევი: "ჯანელიძემ მთხოვა, კიდევ ერთ გოლს ხომ არ გაუშვებდითო?! შესაძლოა, მისი ეს თხოვნა ფსონებთან იყო დაკავშირებული".

ჯანელიძემ გულიევის ბრალდებას ასე უპასუხა: "მხოლოდ 12 წუთი ვითამაშე და გოლის გატანა მინდოდა. ბოლო დროს მეტწილად სათადარიგოებში ვარ და მინდოდა მწვრთნელისთვის დამემტკიცებინა, რომ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ. რა არის ცუდი იმაში, რომ გოლის გატანა მინდოდა? რამდენი ხანია ფეხბურთს ვთამაშობ და ასეთი უხეშობა არასოდეს მინახავს, გულიევის ბუცის ქაცვების კვალი ისევ მემჩნევა. და რა ფსონებზე საუბრობს გულიევი? ამან ძალიან გამაკვირვა. 4:0-ს ვიგებდით და არაფერია იმაში გასაკვირი, რომ კიდევ გვსურდა გატანა. აზალ-ს სეზონში 5 გოლი ჰქონდა გატანილი და შეეძლო, ამდენივე შეეგდო ამ ერთ შეხვედრაში. ვის არ მოუნდებოდა ეს? აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ გამოიძიოს და ნათელი გახდება, რომ გულიევმა რაღაც მოიგონა".

0.145711