სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის’’ ყოფილი წევრი, ამერიკელი უკანახაზელი ფილიპ მილერი უკრაინელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ალექსანდრ ტიშენკომ ჩაანაცვლა. ამის შესახებ worldsport. ge-ს ,,სოხუმის’’ დირექტორმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ნუგზარ ჭეიშვილის თანაშემწემ ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ნახსენები ლეგიონერების გარდა ,,სოხუმში’’ უკვე თამაშობენ უეიდ ლათანი, ოლექსანდრ რიხლიუკი და დმიტრი ზაბირჩენკო.