ფეხბურთი

21:21 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიდის”

მადრიდის “რეალის” ტრავმირებულმა უელსელმა შემტევმა გარეტ ბეილმა ტვიტერის პირად გვერდზე განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო კურსი კარგად მიმდინარეობს.

“რებილიტაცია კარგად მიდის, ჩემი დაზიანებული ფეხი დღითი დღე უკეთ არის. “რეალს” “დორტმუნდთან” წარმატებებს ვუსურვებ, მატჩს სახლში ვუყურებ”- განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ უელსელმა ფეხის ტრავმა “სპორტინგთან” ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში მიიღო, გარეტმა ოპერაცია გაიკეთა და მინდორს აპრილის თვეში დაუბრუნდება.

0.133698