ბოლნისის "სიონს" რთული პერიოდი ჰქონდა, გუნდი ამ სეზონში არასტაბილურად თამაშობდა და ჯგუფში მხოლოდ "ზუგდიდს" გაუსწრო. შესაბამისად, პლეი-აუტი დასჭირდა და ამ პლეი-აუტში ქობულეთის "შუქურასთან" მარცხი უმაღლესი ლიგიდან გავარდნად დაუჯდა.
უნდა ითქვას, "სიონი" თუ არასტაბილური იყო, "შუქურა" ბოლო ტურებში პირიქით, თამაშს უმატებდა და კინაღამ პლეი-აუტსაც თავი აარიდა, ბოლოს თბილისის "ლოკომოტივთან" მოგება და შესაბამისად, მეოთხე ადგილზე გასვლა შეეძლო.
პლეი-აუტის პირველი თამაში ბოლნისში 4:3 დასრულდა და მოსალოდნელიც იყო, რომ ქობულეთში დაძაბული ბრძოლა იქნებოდა. მეორე ტაიმი უფრო კარგი სანახავი გამოდგა, პირველში კი საკმაოდ ჩაკეტილი თამაში იყო.
პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა ანგარიში, როცა საჯარიმო დაინიშნა: ჟეფინიომ ჩააწოდა და შორეულ ძელთან მდგომმა სანდრო გურულმა ერთ შეხებით გაუტანა ნიკა დაუშვილს - 1:0.
აქვე, მეორე გოლზეც ვთქვათ: მასპინძელთა შორის ყველაზე აქტიურმა ლევან კუტალიამ მშვენიერი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც ბრაზილიელი ჟეფინიო მოძებნა და მანაც ცარიელ კარში შეაგდო - 2:0.
უნდა ითქვას, მეორე ნახევარში დაახლოებით 20-წუთაინ მონაკვეთში "სიონი" გაცილებით აქტიური იყო, უტევდა, მაგრამ ასპროცენტიან საგოლე მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. ერთხელ გოლი გაიტანეს, მაგრამ მეკარეზე თავდასხმის გამო გაუქმდა, 62-ე წუთზე კი ბოლნისელები პენალტს ითხოვდნენ გიორგი ჯანელიძის წაქცევის გამო. საეჭვო ეპიზოდი იყო.
70-ე წუთზე "სიონი" 10 კაცით დარჩა. დავით ხურცილავა სანდრო გურულს ეუხეშა, ფეხი მოარტყა თავში... ეს არ ყოფილა განზრახ უხეშობა, თუმცა მსაჯმა ბოლნისელთა მცველი გააძევა. ხურცილავა და "სიონის" სხვა ფეხბურთელებიც დიდხანს აპროტესტებდნენ, თუმცა გადაწყვეტილებას ხომ ვერ შეაცვლევინებდნენ მსაჯს. გურულმა შეხვეული თავით გააგრძელა თამაში.
მალევე, "შუქურას" ორი საგოლე მომენტი ჰქონდა. ჯერ იყო და კუტალიამ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა კარში დარტყმით და მეკარე ნიკა დაუშვილმა მოიგერია ბურთი, ორ წუთში კი ირაკლი ჭეჟიამ ძელს მოარტყა ბურთი.
"სიონი" შეტევას ცდილობდა, ხოლო "შუქურას" არაერთხელ შეეძლო კონტრშეტევაზე მეორე გოლი გაეტანა. საბოლოოდ, ასეც მოხდა მსაჯის დამატებულ წუთებზე.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად კი კუტალიასა და ჟეფინიოს დავასახელებდით.
ბოლნისის "სიონი" გავარდა... გუნდმა ზედიზედ 21 წელი ითამაშა უმაღლეს ლიგაში, 10 წლის წინ ქვეყნის ჩემპიონი გახდა და იყო სეზონები, როცა საქართველოში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა. აი, ექვსი თვის წინ საქართველოს თასის ფინალშიც ითამაშა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. "შუქურა" კი გაისადაც პროლიგა1-ში ითამაშებს.
შუქურა (ქობულეთი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)
შუქურა: ჯიოევი, მირცხულავა, ადამაძე, ჩაჩუა, კომახიძე, ჭეჟია, ჯეფინიო, კუტალია, კონუეჰა (საბაძე 46), სანდრო გურული (მამულაშვილი 88), ბერიაშვილი
მწვრთნელი: გია გურული
სიონი: დაუშვილი, სვანიძე (ოთარ კობახიძე 63; უგულავა 76), კასრაძე, გაფრინდაშვილი (ზვიად ლობჯანიძე 68), თოთაძე, ხურცილავა, ვასაძე, ჯანელიძე, ძარია, ვოლკოვი, სიხარულიძე
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლი: 1:0 სანდრო გურული (40), 2:0 ჟეფინიო (90+3)
გაფრთხილება: კომახიძე (64), ჟეფინიო (90+3), თოთაძე (90+4), ჭეჟია (90+4)
გაძევება: დავით ხურცილავა (70 სიონი)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რო გადმოგიგდიათ ენა...ჯერ დაუგიკრდით ვიზე წერტ...მანუ და ვიკა...გაწყვეტილი კოჭებით და მტკივანი მუხლებით რო თამაშობდნენ ნაკრებში?ერთი ვაფსე უგუნდოდ იყო და აარჩია ყაზანში წასვლა...მეორე კიდე ვაფშე წარმოგიდგენიათ რამხელა გამოწვევაა ცსკა რომ უნდა შენი აყვანა?აი ფეხბურთში რომ ბარსამ ან რეალმა რო მოინდომოს და ფეხბურთელმა რო თქვას არა მე ვიტესში მირჩევნიაო...ვაფშე ჩუმად იყავით რა!!!!წარმატებები მანუ!!!!წარმატებები ვიკა!!!
მე მგონი წინასწარ ქონდათ ჩაფიქრებული ეს ყველაფერი რუსებს. აბა ასეთი საეჭვო დამთხვევა? რაღას ითამაშებენ ესენი ევროზე
მე იმედი მაქვს წელს ევროპაზე ორივე ჯგუფიდან გავალთ და თუ ცოტა გაგვიმართლებს, ოლიმპიადის საგზურსაც მოვიპოვებთ.
როგორ მინდოდა (და იმედიც მქონდა), რომ მარკოიშვილი და სანიკიძე საუკეთესო სეზონს ჩაატარებდნენ საკლუბო კარიერაში და ევრობასკეტს უმაღლეს დონეზე შეხვდებოდნენ.
თუმცა სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით აბსოლიტურად პირიქით მიდის ყველაფერი.
ჩვენდა სამწუხაროდ, მარკოიშვილიც და სანიკიძეც ისჯებიან თავიანთი უგუნური გადაწყვეტილებების გამო (ვგულისხმობ რუსულ გუნდებში გადასვლას). იმის ნაცვლად რომ ფული ცოტა მოეკლოთ და თავიანთ/ევროპულ გუნდებში ლიდერებად დარჩენილიყვნენ თუნდაც ამ სეზონის ბოლომდე, ისინი რეალობას ჩამორჩნენ და აი სავალალო სიტუაციაც მივიღეთ! არავის ეგონოს რომ ამას ნიშნისმოგებით ვამბობდე. პირიქით, უაღრესად დამწუხრებული ვარ რადგან ეს ჩვენს ნაკრებზეც ცუდად აისახება მაგრამ როგორც იტყვიან "რეალობა იკბინება"...
,,ცსკა" დე-კოლოს გარეშე ,არ ვიცი რა იქნებოდა!...მთავარი,მსროლელ ჩამგდებია გუნდში!!!
მიდი მანუჩარ....
Saitis administracias mivmartav, ukve meramdened, vegar shevdivar worldsport.ge -ze, daceret nomeri rom dagirekot..