ფეხბურთი

15:14 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"შუქურა" და "დილა" - ისევ უძლიერესთა ლიგაში

ქობულეთის "შუქურამ" და გორის "დილამ" უძლიერესთა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, ანუ გაისად პროლიგა1-ში ითამაშებენ. პლეი-აუტში "დილამ" ჯერ კიდევ პირველ მატჩში თითქმის გადაწყვიტა ყველაფერი, როცა ლანჩხუთის "გურიას" სტუმრად 2:0 მოუგო. შინ, გორში კი 0:0 დაასრულა მატჩი და პროლიგა1-შია.

გაცილებით საინტერესო იყო "შუქურა"-"სიონი". რამდენიმე დღის წინ ბოლნისელებმა შინ 4:3 მოიგეს, ასე რომ, ქობულეთში დაძაბული თამაში გველოდა და ასეც მოხდა. 2:0 "შუქურას" სასარგებლოდ. პირველი ტაიმის ბოლოს სანდრო გურულმა გახსნა ანგარიში, ბოლოს მსაჯის დამატებულ წუთებზე კი ბრაზილიელმა ჟეფინიომ მეორე გაიტანა. გია გურულის გაწვრთნილი "შუქურა" დარჩა უძლიერესთა ლიგაში.

"დილა" - "გურია" 0:0

"შუქურა" - "სიონი" 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სანდრო გურული (41), 2:0 ჟეფინიო (90+3)

გაძევება: ხურცილავა (69, სიონი)

0.120134