ფეხბურთი

13:47 | 6.12.2016 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი მაკარიძე: “და ლუჟზე” პირველი სამი წუთი ვერაფერს ვხედავდი”
“ნამდვილად არ ვიცი, საქართველოს ნაკრებში შანსი რატომ არ მეძლევა”...

გიორგი მაკარიძე პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს. ლუზიტანების ქვეყანაში კი მაღალი დონის ჩემპიონატი რომ აქვთ, ძველი ამბავია. 26 წლის მეკარეს worldsport.ge პორტუგალიაში დაუკავშირდა და საკმაოდ ვრცელი, საინტერესო საუბარიც შედგა.

თავიდან პორტუგალიური ამბები გამოვკითხეთ, მერე სანაკრებო თემასაც მივადექით, ხოლო ბოლოს ძალზე საინტერესო, პატარა ბლიც ინტერვიუც შედგა. გიორგის განცხადებით, განსაკუთრებული სეზონი არ აქვს და ჩვეულებრივად თამაშობს. თუმცა, აღნიშნავს, მომავალში უკეთესის იმედი მაქვსო. მაკარიძემ აქამდე პორტუგალიის ჩემპიონატში 12 შეხვედრა ჩაატარა და ურიგოდ მართლაც არ გამოიყურება.

სხვათა შორის, ქართველი კიპერი გამოგვიტყდა, რომ ფეხბურთი მისი საყვარელი სპორტის სახეობა სულაც არაა...

- როგორ შეეწყვე “მორეირენსეს” და რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯია შენი კარიერისთვის?

- გუნდს ძალიან კარგად შევწყვე. არანაირი პრობლემა არ შემქმნია ამ მხრივ. შარშანდელთან შედარები დიახ, რა თქმა უნდა, პროგრესია. სხვა თუ არაფერი უმაღლესი ლიგაა და საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატი.

- აქამდე ასეთ დონეზე არ გითამაშია. საუკეთესო სეზონია შენს კარიერაში?

- ვერ დაგეთანხმები. საფრანგეთის ლიგა 1-ში მომიწია თამაშია, ლიგა 2-შიც, რომელიც ნამდვილად მაღალი დონის ჩემპიონატია. ვერც იმას ვიტყვი, რომ საუკეთესო სეზონი მაქვს ან კმაყოფილი ვარ ამ სეზონით. ჯერჯერობით, სტაბილურად, ნორმალურად ვთამაშობ და უკეთესის მოლოდინიც მაქვს (იღიმის).

- გამოდის, რომ საფრანგეთის ლიგა 2 პორტუგალიის პრიმეირა ლიგას სჯობს?

- არა, ასე არ გამოდის საერთო ჯამში, მაგრამ პორტუგალიას თუ 4 საუკეთესო გუნდს გამოვაკლებთ, ამ შემთხვევაში ლიგა 2 ნამდვილად სჯობს.

- რომელ მატჩს გამოარჩევდი მიმდინარე სეზონში?

- ვერ გამოვყოფ – ალბათ, უფრო “სპორტინგთან” მატჩი. ასევე, “ბენფიკასთან”, “გიმარაეშთან”. მთლიანობაში ყველა თამაში თითქმის ერთ დონეზე ჩავატარე და პრესაში შეფასებაც ერთნაირი მაქვს. საშუალოზე ოდნავ მაღალი.

- “მორეირენსე” აუტსაიდერებშია, თუმცა ბოლო ტურში მოგებით, ოდნავ ამოისუნთქა. დარჩებით მთავარ ლიგაში?

- დიახ, დიახ. დარწმუნებული ვარ, არ გავვარდებით. სეზონის დასაწყისში მე-6 ადგილი დავისახეთ მიზნად და ამის შესრულება გაგვიჭირდება. თუმცა, ვნახოთ, ჯერ წინ ბევრი მატჩია დარჩენილი. აქამდე კი მნიშვნელოვანი ქულები უწყინარ სიტუაციებში დავკარგეთ.

- ითამაშე “ჟოზე ალვალადეზე” და “და ლუჟზე”. იქაურ ატმოსფეროზე რას იტყვი?

- “სპორტინგის” გულშემატკივრები უფრო “ლივერპულის” ფანებს ჰგვანან. აგრესიულები არ არიან და სათამაშოდ უფრო ადვილია. “ბენფიკასთან” კი, ძალიან ძნელია. ისეთი ატმოსფეროა, უმეტესობა, ვინც პირველად თამაშობს იქ, იჭრება და ყველა მაგას ამბობს. მეც გამოვცადე ეს. პირველი სამი წუთი მგონი ვერაფერს ვხედავდი, მერე გადამიარა. თუ არ ვცდები სეზონის რეკორდი დამყარდა დასწრების მხრივ, ჩვენთან თამაშზე 56 000 გულშემატკივარი იყო მოსული.

- ყველაზე ძლიერი გუნდი რომელია?

- “ბენფიკა” ალბათ ჩემპიონი გახდება, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, “სპორტინგი” უფრო ლამაზ და სახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. კვირას სწორედ მათი თამაშია და მგონია, რომ “სპორტინგი” მოიგებს.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ: ვლადიმირ ვაისი ჯერჯერობით ფაქტობრივად არ გენდობა...

- არ ვიცი და ვერ ვხვდები რა უნდა ვთქვა... ფეხბურთი ასეთი სპორტია, ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. ერთ ფეხბურთელზე შეიძლება მწვრთნელმა თქვას, ძალიან მაგარიაო, მეორემ კი, სუსტიაო. ამიტომაც მირჩევნია ყველა სპორტს ჩოგბურთი – სხვას ვერაფერს დააბრალებ (იღიმის).

- ფეხბურთსაც კი?

- დიახ. ჩოგბურთიც და კალათბურთიც მირჩევნია ფეხბურთს (იღიმის).

- მაშინ, ვის გამოარჩევდი ამ სახეობებიდან?

- კალათბურთში დუაიტ ჰოვარდს. ასევე, დღეს ჯონ უოლიც მომწონს. ადრე, ლებრონ ჯეიმსს უფრო ვგულშემატკივრობდი, როცა დამწყები იყო. საერთოდ ასე ვარ, სპორტში ყოველთვის უფრო სუსტების მხარეს ვარ. რატომღაც არ შემიძლია გრანდის მხარეს ვიყო. ჩოგბურთს რაც შეეხება, ირაკლი ლაბაძემ შემაყვარა ეს სპორტი. თუმცა, გამორჩეულად არავის ვგულშემატკივრობ. მხოლოდ ქართველებს, ტატიშვილს, შაფათავას...

ამის შემდგომ პატარა ბლიც ინტერვიუს ჯერიც დადგა:

- საუკეთესო მეკარე ისტორიაში?

- ჯანლუიჯი ბუფონი.

- მცველი?

- პაოლო მალდინი.

- ნახევარმცველი?

- ფრანჩესკო ტოტი.

- თავდამსხმელი?

- გაბრიელ ბატისტუტა.

- მწვრთნელი?

- ფაბიო კაპელო.

- ჩემპიონატი?

- სერია A.

- კლუბი და ნაკრები?

- ალბათ, “რეალ მადრიდი” და ბრაზილიის ნაკრები.

- საუკეთესო ჩოგბურთელი (მამაკაცი, ქალი)?

- როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი.

- კალათბურთელი?

- მაიკლ ჯორდანი. ჩემი აზრით, ყველა დროის არამარტო საუკეთესო კალათბურთელი, არამედ სპორტსმენიცაა.

- და კლუბი?

- ალბათ, “ბოსტონ სელტიქსი”.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:34 | 26.02.2014
levani82 (41682)

აკი სარაგოსაში ვრჩებიო?

22:02 | 26.02.2014
akhali (10761)

რეალის ინტერსზე ეწერა,ნბა-დანაც....
თუმცა ოლიმპიკოსო მაიც ევროლიგის ჩემპიონია..წარმატებები გიორგის!!!
მე მადარდებს-ახალ კლუბზე,კონტრაქტზე ზაფხულში კონცენტრაცია არ დააკარგინოს ნაკრებში

21:59 | 26.02.2014
akhali (10761)

თუ ასე უნდოდათ,რაზე გაუშვეს?თავის დროზე ყოველთვის მსვენივრად თამაშობდა,მაგრამ ზოგჯერ 5 წუთს თუ აძლევდნენ დროს..

21:50 | 26.02.2014
mikuni (185)

როგორც იტყვიან ყოჩაღ შერმადინი) წარმატებები!

21:43 | 26.02.2014
khaka (334)

გადავიდა უკვე. სეზონის ბოლომდეა კონტრაქტი. კარგია თუ ცუდი სეზონის ბოლოს გამოჩნდება. წარმატებები.....
According to Eurohoops sources, Shermadini will play with the Reds until the end of the season. The 25 years old center who last year conquered Euroleague with Olympiacos returns to the team and he will be in Greece the following hours in order to play in the upcoming Top16 game against Fenerbahce/ Ulker.

21:39 | 26.02.2014
milllllani (67)

მე რომ მკითხო საერთოდაც არ უნდა გადავიდეს. ევროპა ასე თუ ისე მაინც ტრამპლინია და სადაც არის იქ უკეთ გამოიჩენს თავს

21:16 | 26.02.2014
sabonis (9584)

მართალია გიო აბა სეზონის ბოლომდე რა პონტია სამი Oთხი თვით და მერე თავიდან ეძებოს ახალი გუნდი ისე ეგ ბერძნები დიდი უნდო ხალხია.

21:15 | 26.02.2014
lelo2015 (613)

მაგრია ძალიან რომ შერმადინმა უნდა აირჩიოს პირობები
გააკეთებს არჩევანს რომლეიც მისთვის საუკეთესოა
წარმატებები გიო

ყოჩაღ შერმადინი

20:45 | 26.02.2014
arturi-baierni (24493)

კარგია გიო წარმატებები

20:34 | 26.02.2014
laciosErtguli (3640)

გიო მე გირჩევდი გაჩერდე სარაგოსაში, ლიდერი ხარ, სტაბილურად ხუთეულში ხარ და დიდი სათამაშო დრო გაქ მშვენიერ ჩემპიონატში! ისე მე ყველგან წარმატებას გისურვებ!

20:16 | 26.02.2014
dinamo11 (1009)

საღოლ გიო

20:05 | 26.02.2014
Kala94 (6114)

მთავარია პრაქტიკა ჰქონდეს და თვითონ იყოს კმაყოფილი !! წარმატებები გიო !

19:47 | 26.02.2014
nugo (2)

მიდი გიო არ დათმო. თუ კონტრაქტია კონტრაქტი იყოს. სეზონის ბოლომდე რა "ნოვიჩოკი" ხომ არ ხარ. თაურადა სარაგოსა ჯიგარი გუნდია. აბა შენ იცი უნდა დასაჯო ოლიმპიაკოსი შეცდომისთვის.

0.065945