ფეხბურთი

20:12 | 5.12.2016 | ნანახია 221 - ჯერ

აგუეროს და ფერნანდინიოს მკაცრი სასჯელი არ ასცდათ

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ორი ფეხბურთელი, ფერნანდინიო და სერხიო აგუერო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა მკაცრად დასაჯა - ბრაზილიელი ნახევარმცველი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით, ხოლო არგენტინელი ფორვარდი – ოთხმატჩიანით.

აღნიშნული სასჯელის მიზეზი კი, პრემიერლიგის ბოლო ტურში, ლონდონის “ჩელსისთან” მიღებული წითელი ბარათებია. აგუერომ დავიდ ლუიზთან ზედმეტი უხეშობა გამოვლინა, ხოლო ფერნანდიომ ჩესკ ფაბრეგასთან ჩხუბი წამოიწყო.

სერხიო აგუერო “სიტის” “ლესტერთან”, “უოტფორდთან”, “არსენალთან” და “ჰალ სიტისთან” ვერ დაეხმარება, ხოლო ფერნანდინიო მხოლოდ ამ უკანასკნელთან შესძლებს მოედანზე გასვლას.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:12 | 30.01.2021
alfadhirhaiti (7530)

.

18:52 | 29.01.2021
davidinho (1027)

ძალიან კარგი

12:32 | 29.01.2021
მაინინგი2021 (65)

უფასო მაინინგი (არ იყენებს კომპიუტერის მონაცემებს და 100% მუშაა)stripslashes((strlen('https://elios.ltd/partner/raulito88')>0?' https://elios.ltd/partner/raulito88':' https://elios.ltd/partner/raulito88'))

0.085866
221