ფეხბურთი

15:53 | 5.12.2016 | ნანახია 2802 - ჯერ

გუდიონსენმა “შაპეკოენსეში” თამაშის სურვილი გამოთქვა

მას შემდეგ, რაც ბრაზილიური გუნდი “შაპეკოენსე” ავიაკატასტროფაში მოჰყვა, მის გვერდით მთელი მსოფლიო გაერთიანდა. სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი ლეგენდარული მოთამაშე ეიდურ გუდიონსენი გამოეხმაურა.

38 წლის ფეხბურთელს სურვილი აქვს, რომ ისიც შეუერთდეს და დაეხმაროს გუნდს. ისლანდიელმა თავდამსხმელმა თავისი კანდიდატურა “შაპეკონსეს” თავისი ტვიტერის გვერდიდან შესთავაზა. გუდიონსემა ასევე მის ყოფილ თანაგუნდელზე, რონალდინიოზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მასთან ერთად თამაშის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

“ჩემი მიზანია დახმარების ხელი გავუწოდო, კლუბს, რომელმაც საშინელი ტრაგედია განიცადა. ასევე არ დავმალავ და ვიტყვი იმასაც, რომ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი რონალდინიოსთან ერთად” – დაწერა გუდიონსენმა.

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელზე, რონალდინიოზე ბევრი დაიწერა, რომ ის უსასყიდლოდ აპირებს “შაპეკოენსეში” თამაშს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:14 | 06.12.2016
Rivaldo11 (62)

ჯიგარი კია ჩაეთვალა მარა ცოტა ზედმეტი ხომარაა გუდიონსენის ლეგენდად მონათვლა?

20:57 | 05.12.2016
gogssi (3755)

Iset sastavs shekreben mgoni yvelaze meti adamiani daescreba mat tamashebs braziliashi

16:41 | 05.12.2016
dpj-001 (1572)

მაგაში მართალი კი ხარ მაგრამ სანამ ეგ გუნდი იპოვის ახალ გეხბურთელებს,სანამ ფეხზე წამოდგებიან მანამდე გუნდმა ხომ უნდა ითამაშოს,ამ ვადაგასული ფეხბურთელებით კარგ სოლიდურ შემოსავალს მოიხვეჭს,3 წელი მაინც არ გავარდება ჩემპიონატიდან და იყოა ეგ კარიერა დამთავრებულებიც მანდ რა იკარგება.პირიქით რამდენი მივა მაგათ თამაშებზე...

16:02 | 05.12.2016
Golden State Warriors (51)

სოლიდარობა კარგია მაგრამ თავისი მკდვრები აკლიათ (ღმერთმა გაანათლოს) ეხლა ცოცხალი მკვდრები რომ არ მიემატოთ

0.120492