ფეხბურთი

14:54 | 5.12.2016 | ნანახია 2821 - ჯერ

იურგენ კლოპი: “ეს თამაში გაკვეთილი იქნება”

“ბორნმუთისა” და “ლივერპულის” დრამატული მატჩის (VIDEO) შედგომ, მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ ეს თამაში მისი გუნდისთვის გაკვეთილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ვაჯობეთ, ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და დამსახურებულად მოგვიგესო.

“ალუბლებმა” დამსახურებულად მოიგეს და მინდა მივულოცო მათ ეს გამარჯვება. ეს იყო დიდი ბრძოლა და შესანიშნავია თამაში. ვფიქრობ, ერთი საათი მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და ჩვენი კარი “ბორნმუთს” გავუხსენით”. გასასამართლებელი მიზეზი ამ მარცხისა არ გვაქვს, თუმცა ეს აუცილებლად გაკვეთილი უნდა გამოდგეს და ვისწავლოთ ამ თამაშიდან”, - თქვა კლოპმა, რომლის გუნდი ბორნმუთში გამართულ შეხვედრას პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდა, თუმცა საბოლოოდ 3:4 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 14 ტურის შემდეგ “ლივერპული” 30 ქულით მე-3 ადგილზეა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:28 | 05.12.2016
a.reversi (9540)

რა თამაშობს ტოტალიზატორზე... ჰაერზე ნასროლ ფრაზებს არ ჯობია რამე ობიექტური დაწეროთ?
მაგალითად კი ჩემო იურგენ სწავლობ მარა 11 ან თუნდაც 13 კაცით ვერაფერს ვერ იზამს მითუმეტეს როცა ამ 13დან არცერთი არაა მეკარე და მაქსიმუმ 3 მცველია დანარჩენები წინა ხაზის წარმომადგენლები რომლებსაც არ ყავთ ნორმალური შემცვლელები
მთავარი გაკვეთილი რაც უნდა მიიღო ისაა რო რესურსები განსაზღვრავს ბევრ რამეს გასაგებია შეთემაშება დროს წაიღებს და გუნდი რო არ არიო ნელნელა ადაპტირებას მოახდენ მაგრამ წარმოიდგინეთ ხალხი რომელიც როჯერსს საშუალოდ 60 მილიონ გირვანქას აძლევდა სახარჯოდ ტრანსფერებზე ანუ ბალანსი მინუს 60 მილიონი გამოსულიყო კლოპს მაგას დაამადლიდნენ? წელს კი ბალანსი გამოვიდა 0 :/ 1-2 კაცი უნდა მოვიდეს ზამთარში სხვა გამოსავალი არაა მაგალითად ვან დეიკი და პლიუს ერთი ვინგერი მაგალითად ბრანდტი პულისიჩი ან ვიტოლო სამივეზე დაიწერა იმედია ვინმე მოვა და მაშინ შეიძლება ჩემიონობაზე ფიქრი თორე ასე სამეულზე მეტი არ მგონია და რა ვქნა :/ წარმოიდგინეთ ჩელსიმ სიტისთან მატიჩი რო დააკლდა ფაბრე დააყენა და ნახეთ ალბათ რა პასები დახატა ტიპმა პლიუს მეორეში ვილიანი გამოვიდა და გადახსნა სიტის დაცვა პლიუს ტერი და ზუმა აკლდათ ანუ დაბალანსებულია რა ჩელსი ჩვენ კი არა სამწუხაროდ
ნუ სიტიც დაბალანსებულია პროსტა გვარდიოლა ისევ თავის სტიქიქაშია და ველოსიპედებს იგონებს :დ მთელი სეზონია 4-3-3 თამაშობს და ეგრევე უმნიშვნელოვანეს თამაშში 3 მცველზე გადაეწყო თან ფლანგებზე დააყენა ნავასი და სანე :/ :/ :დდდდ ნუ ამის მერე რაღაზეა ლაპარაკი

16:55 | 05.12.2016
RMA FANS (3925)

რატომღაც მგონია რო ეს კაცი მოიგებს პრემიერ ლიგას

16:30 | 05.12.2016
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყველას შენი იმედი აქ იურგენ გენიოსო

16:11 | 05.12.2016
Golden State Warriors (51)

ყველა გუნდი მეტ ნაკლებად ტოტალიზატორზე თამაშობს, მაგრამ ლივერპული რასაც აკეთებს უბრალოდ ამაზრზენია ყველაზე მეტ საეჭვო თამაშს ლივერპული თამაშობს

16:30 | 05.12.2016
federerjamesliverpooldelpotro (17151)

არ დაწერო მერე ლივერპულს რატო წერ ყომარობენ არა საშა კაუნი კიდე

15:59 | 05.12.2016
Torres9 (12692)

დაიმახსოვრეთ იურგენი დიდ გუნდს აკეთებს და ეს გზა ია-ვარდით მოფენილი არ იქნება...გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია და გზად ბევრი მინუსი გამოჩნდება

15:58 | 05.12.2016
Torres9 (12692)

გუშინდელი მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის დროს , იურგენ კლოპს ერთ-ერთი გულშემატკივარი შეუვარდა,კლოპმა დაცვას სთხოვა,რომ ის არ გაეყვანათ.
გულშემატკივარმა კითხვა დაუსვა მას
" ნუთუ ეს წელიც იქნება ჩვენთვის არაფრის მომტანი ? "
რაზეც კლოპმა უპასუხა : " დაიმახსოვრეთ , ყველაფერი იქნება,ოღონდ ასე უცებ არა "

15:53 | 05.12.2016
Golden State Warriors (51)

რამდენი გაკვეთილი უნდა გაიარო იურგენ რამდენი

0.149762