ფეხბურთი

12:00 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პუნქტი კონტრაქტში: ანდრეა ბელოტი "ტორინოს" 100 მილიონის სანაცვლოდ დატოვებს

იტალიურმა “ტორინომ” იმედისმომცემ ფორვარდ ანდრეა ბელოტისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ტურინული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელი “ტორინოში” 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით დარჩება. აღსანიშნავია, რომ ბელოტის მსურველ გუნდს ტრანსფერში 100 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.

ანდრეა ბელოტი “ტორინოში” 2015 წელს, სიცილიური “პალერმოდან” ჩაირიცხა. გასულ სეზონში 35 მატჩში 12 გოლი შეაგდო, წლეულს კი, 13 შეხვედრაში თავი 10 გოლით გამოიჩინა. ბელოტი ნელ-ნელა იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც იკიდებს ფეხს და “სკუადრა აძურას” მაისურით 5 თამაშში 3-ჯერ გაიტანა გოლი.

0.147397