ქართველმა ნიკა ქუთათელაძემ “პარი სენ ჟერმენში მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა. ამჯერად 15 წლის შემტევმა “ფონტონებლოსთან” ამხანაგურ მატჩში თავი გოლით, 2 საგოლე პასითა და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ნიკამ აღნიშნულ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმი სრულად გაატარა.
მოგეხსენებათ, ქუთათელაძეს პარიზის რეგიონის 16-წლამდე ჩემპიონატში 7 ჩატარებულ თამაშში ამდენივე გოლი აქვს გატანილი და ერთი კვირის წინ პოკერიც შეასრულა.