მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილი, ჯოვანი დარწმუნებულია, რომ მამამისი მომავალში “ინტერის” მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელმა radio onda cero-ს განუცხადა.
“მამაჩემი “ატლეტიკოში” ძალიან ბედნიერია, ამას ვხედავ, მაგრამ მომავალში გამორიცხული არაფერია. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, “ინტერს” ჩაიბარებს. ჩემი მომავალი? – გენუაში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგროც ადამიანი”, - თქვა ჯოვანიმ.
ჯოვანი სიმეოენე ამ სეზონის წინ იტალიურ “ჯენოაში” ჩაირიცხა და ნელ-ნელა ევროპულ ფეხბურთს უშიანურდება. ერთი კვირის წინ, ტურინის “იუვენტუსს” ორი გოლიც გაუტანა.