ფეხბურთი

16:25 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: "ბარსა "რეალზე" ძლიერია"

კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელი ბომბარდირი ლუის სუარესი “რეალთან” მოგების შემდეგ იმედგაცრუებულია. სუარესმა BeIN Sports-ს უთხრა, რომ “ბლაუგრანამ” გამარჯვება დაიმსახურა, რადგან უფრო მეტი საგოლე ეპიზოდი ჰქონდა.

“ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ სამი ქულის მოსაპოვებლად ვიდრე, მეტოქემ. თუმცა, ფეხბურთია ასეთია და ბოლო წუთზე თავურის გამო ორი ქულა დავკარგეთ. გამარჯვება “ბარსელონამ” დაიმსახურა - უკეთესი ფეხბურთი ვითამაშეთ, უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა. ვიქრობ, “ბარსა” უფრო ძლიერია, ვიდრე “რეალი”. ახლა კი, მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და 6 ქულიანი ჩამორჩენა აღმოვფხვრათ”, - განაცხადა სუარესმა.

“ბარსელონასა” და “რეალის” ელ კლასიკო “კამპ ნოუზე” ფრედ (1:1) დასრულდა. ლუის სუარესმა კი ამ მატჩში ანგარიში გახსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101263