ფეხბურთი

12:05 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დადასტურდა: "შაპეკოენსეს" კოპა სუდამერიკას გამარჯვებულად გამოაცხადებენ

როგორც "შაპეკოენსეს" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ივან ტოცომ დაადასტურა, კონმებოლი გუნდს კოპა სუდამერიკას გამარჯვებულად გამოაცხადებს. ტოცოს აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა დაუდასტურებს.

ავიაკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 19 ფეხბურთელი იყო. კონმებოლი ტიტულის გარდა "შაპეკოენსეს" 2 მილიონ დოლარსაც გადასცემს.

"შაპეკოენსეს" გამარჯვებულად გამოცხადება კონმებოლს ფინალისტმა "ატლეტიკო ნასიონალმაც" სთხოვა. ტოცომ განაცხადა, რომ მხარდაჭერა ყველასგან მიიღო.

"მხარდაჭერა ყველა ფედერაციისგან მივიღეთ. ბრაზილიის, სამხრეთ ამერიკის ფედერაციები, ფიფა და განსაკუთრებით ჩვენი მოსახლეობა გვიჭერს მხარს. ჩვენ ახლა გუნდის ახლიდან შენება უნდა დავიწყოთ. შაპეკოში ხალხს ფეხბურთი უნდა და უყვარს." - ციტირებს TV Globo ივანის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113288