ძიუდო

13:21 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

იაპონელი მამაკაცები ტოკიოდან ოქროს არავის ატანენ

ტოკიოში მიმდინარე გრან სლემზე ძიუდოში, მამაკაცებში ჩემპიონ-პრიზიორები შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გამოვლინდნენ და ოთხივეში პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ტურნირის მასპინძლები ავიდნენ. სამ წონაში - 60, 66 და 73 კილოგრამებში სულაც იაპონური ფინალები შედგა და ოქროს მედლებს რიუიუ ნაგაიამა (60 კგ), ჰიფუმი აბე (66 კგ) და სოიჩი ჰაშიმოტო (73 კგ) დაეუფლნენ. 81 კილოგრამის გადამწყვეტ ბრძოლაში კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტაკანორი ნაგასემ გერმანელ დომინიკ რესელს აჯობა.

ქალებში შვიდიდან ხუთი წონა დაინომრა და იქაც, ყველაზე მეტად იაპონელებმა იყოჩაღეს, ოღონდ იმხელა უპირატესობით ვერა, როგორც მამაკაცებში. უმაღლეს ტიტულს მასპინძელთაგან ნაცუმი ცუნოდა (52 კგ), ცუკასა იოშიდა (57 კგ) და საკი ნიიზოე (70 კგ) დაეუფლნენ. ასევე ჩემპიონები გახდნენ მონღოლი ურანცეცეგ მუნხბატი (48 კგ) და ავსტრიელი კეტრინ უნტერვურზახერი (63 კგ).

საქართველოს ნაკრებს ტოკიოს გრან პრიზე ერთადერთი სპორტსმენი წარმოადგენდა – ქალთა ნაკრების წევრი ესტერ სტამი (70 კგ), რომელიც ტატამზე დღეს გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა, იაპონელ ნაეკო მადეასთან.

ხვალ მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში.

ძიუდო

გრან სლემი

ტოკიო

2-3 დეკემბერი

მამაკაცები

60 კგ

1 რიუიუ ნაგაიამა (იაპონია)

2 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

3 ინ ჰიუკ ჩოი (სამხრეთ კორეა)

3 რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი)

66 კგ

1 ჰიფუმი აბე (იაპონია)

2 იუუკი ჰაშიგუჩი (იაპონია)

3 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი)

3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 ტაკეში დოი (იაპონია)

3 გიოსჯონ ბობოევი (უზბეკეთი)

3 არატა ტაცუკავა (იაპონია)

81 კგ

1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

2 დომინიკ რესელი (გერმანია)

3 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

3 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)

ქალები

48 კგ

1 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

2 ბოკიეონგ ჟეონგი (სამხრეთ კორეა)

3 ამი კონდო (იაპონია)

3 ფუნა ტონაკი (იაპონია)

52 კგ

1 ნაცუმი ცუნოდა (იაპონია)

2 უტა აბე (იაპონია)

3 აი შიშიმე (იაპონია)

3 რინა ტაცუკავა (იაპონია)

57 კგ

1 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

2 ნაე უდაკა (იაპონია)

3 სუმიია დორჯსურენი (მონღოლეთი)

3 მომო ტამაოკი (იაპონია)

63 კგ

1 კეტრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

2 მიჰო მინეი (იაპონია)

3 მარგო პინო (საფრანგეთი)

3 ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია)

70 კგ

1 საკი ნიიზოე (იაპონია)

2 ჩიზურუ არია (იაპონია)

3 ნაეკო მაედა (იაპონია)

3 ელვისმარ როდრიგესი (ვენესუელა)

0.117063