ფიფამ 2016 წლის საუკეთესო გოლის ნომინანტთა სია 10-დან სამამდე შეამცირა. ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზისითვის ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი იბრძოლებს – მარლონი, დანიუშკა როდრიგესი და მოჰდ ფაიზ სუბრი.
ბრაზილიელმა მარლონმა 2016 წლის 21 აპრილს “კორინთიანსისა” და “კობრესალის” მატჩში გაიტანა, როდრიგესმა ვენესუელა – კოლუმბიის შეხვედრაში ამავე წლის 14 მარტს, ხოლო სუბრიმ 16 თებერვალს ინდონეზიის ჩემპიონატში ფანატასიური ჯარიმა შეაგდო.