ფეხბურთი

20:40 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას ვერსიით: წლის საუკეთესო სამი ფინალისტი ცნობილია

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა უწყებამ, ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე სამი ნომინანტი დააასახელა – ანტუან გრიზმანი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.

სწორედ მათგან ერთ-ერთი გახდება ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის ვინაობაც ციურიხში, 9 იანვარს ფიფას გალა დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი.

2016 წელს კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ანტუან გრიზმანს ტიტული არ მოუგია, მაგრამ “ატლეტიკოსთან” და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იმავე ლიგისა და ევრო 2016-ის ფინალს უწია. თვითონ კი, ორივე გუნდის უპირობო ლიდერი გახლდათ.

რაც შეეხება მესის, არგენტინელმა “ბარსელონაში” ესპანეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო, კოპა ამერიკის ფინალში კი, ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.

0.122056