2 დეკემბერს, პირველი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩი წალენჯიხაში, ადგილობრივ "სქურსა" და ხობის "კოლხეთს" შორის 79-ე წუთზე შეწყდა. სტუმართა ფეხბურთელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მსაჯს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, საკითხი განსახილველად სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცა, რომელიც ხვალ, 3 დეკემბერს საგანგებო სხდომას გამართავს.