წლეულს აღდგენილმა "შევარდენი 1906"-მა მეორე ლიგაში, თავის ზონაში პირველი ადგილი დაიკავა. ისე, სამი ტურის წინ თითქმის გაინაღდა ჩემპიონობა, როცა უშუალო კონკურენტ "ცხუმს" 3:0 აჯობა, რადგან დარჩენილ ტურებში სუსტ გუნდებთან ელოდა თამაშები. დღეს "შევარდენი 1906"-მა "ავაზას" 7:1 სძლია და 16 ტურში 41 ქულა დააგროვა.
"შევარდენი 1906"-ს მეორე ლიგის კვალობაზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და გასაკვირიც არაა, რომ პირველობა არავის დაუთმო. ისე, ამ ზონაში სხვა კარგი გუნდებიც იყვნენ: "ვარკეთილი", "ცხუმი", "საბურთალო 2", საქართველოს უნივერსიტეტი...
ინტრიგა რჩებოდა ერთ ჯგუფში, სადაც მარნეულის "ალგეთსა" და თბილისის "ლოკომოტივი2"-ს თანაბარი ქულები ჰქონდათ (ორივეს ჰქონდა 11 მოგება და 2 ფრე, წაგების გარეშე). ბოლო ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და "ალგეთმა" 3:0 სძლია "ლოკოს" მეორე გუნდს...
როგორც იცით, მეორე ლიგაში სულ 8 ჯგუფია და აქვე, რვავე გამარჯვებულიც: "ნორჩი დინამო", "ალგეთი" (მარნეული), "თელავი", "გორი", "მარგვეთი" (ზესტაფონი), "ბეთლემი" (ქედა), "სამეგრელო" (ჩხოროწყუ).
ეს რვა გუნდი ეროვნულ ლიგა 1-ში ითამაშებს, ანუ რანგით მესამე ლიგაში. ამ ლიგაში 20 გუნდი იქნება და ორ ათ-ათ გუნდიან ჯგუფად დაიყოფიან.