საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში დღეს მეორე ტური იწყება. მოქმედი ჩემპიონი ,,ქუთაისი’’ სუპერლიგის დებიუტანტ ,,კაკტუსს’’ უმასპინძლებს. მასპინძლებს ფეხის ტრავმის გამო ცენტრალური თავდამსხმელი დრაგან ტუბაკი არ ეყოლებათ.
უფრო დიდი დანაკლისი აქვთ სტუმრებს. ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ ირაკლი ჩლაიძე (უკანახაზი), ტერიკ ბრიჯმანი (ფორვარდი) და ცენტრალური თავდამსხმელი ოთარ ამონაშვილი. ასევე ტრავმა აწუხებს მძიმე ფორვარდ კირილე ტატუნაშვილს, რომლის თამაშიც სათუოა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. შვიდი ტურის შემდეგ ..ქუთაისსა’’ და ,,რუსთავს’’ 12-12 ქულა აქვთ და მეორე- მესამე ადგილებს ინაწილებენ. ,,კაკტუსი’’ 10 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.