ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა პოლონეთში გაიმართა და შესაბამისად 12 მონაწილე გუნდი ქვეჯგუფებში გადანაწილდა.
საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად გუნდები ასე დალადგნენ:
A ჯგუფი
პოლონეთი
სლოვაკეთი
შვედეთი
ინგლისი
B ჯგუფი
პორტუგალია
სერბეთი
ესპანეთი
მაკედონია
C ჯგუფი
გერმანია
ჩეხეთი
დანია
იტალია
პოლონეთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 2017 წლის ზაფხულში, კერძოდ, 16 ივნისიდან 30 ივნისამდე ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ 21-წლამდე ევროფორუმზე 12 გუნდი პირველად იასპარეზებს.
ჯგუფებიდან პლეი-ოფში მხოლოდ პირველ ადგილზე გასული ნაკრებები და ასევე, საუკეთესო მეორე ადგილოსანი გავლენ. ოთხი გუნდი კი, თასისთვის ბრძოლას ნახევარფინალური სტადიიდან გააგრძელებს.