ფეხბურთი

10:46 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"არენა კონდა" "შაპეკოენსეს" ცოცხლად გადარჩენილ ფეხბურთელებს შეეგება (+VIDEO)

“შაპეკოენსეს” ტრაგედია დავიწყებას ალბათ დიდხანს არ მიეცემა. გუშინ, მშობლიურ “არენა კონდაზე” გადავსებული ტრიბუნების წინაშე ის ფეხბურთელები წარსდგნენ, რომლებიც ავიაკატასტროფას ერთი უბრალო მიზეზის გამო გადაურჩნენ – “ატლეტიკო ნასიონალთან” სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდნენ და შესაბამისად, არც კოლუმბიაში გაფრენილან...

თქვენს წინაშე არიან: ნემენი, დემერსონი, ბოეკი, ანდრეი, იორანი, ვინკი, მარტინუჩიო, მოიზეში და ნივალდო.

სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა.

0.114469