ფეხბურთი

10:15 | 2.12.2016 | ნანახია 2388 - ჯერ

თქვენ ირჩევთ - ნოემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” დაბრუნდა – ტრადიციულად ყოველი თვის დასრულების შემდეგ worldsport.ge წარმოგიდგენთ ზემოხსენებული სახელწოდებით რუბრიკას, რომელშიც მკითხველს საშუალება ეძლევა აირჩიოს წინა თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

ჩვენმა ვებგვერდმა ამ წამოწყებას საფუძველი ორი თვის წინათ ჩაუყარა – პირველ ჯერზე გამარჯვებული ჯანო ანანიძე გახდა, ხოლო მეორედ ვალერიან გვილია. ნოემბერში არცერთ მათგანს თავი დიდად არ გამოუჩენია, ამიტომაც ამჯერად ჩვენს სიაში არ არიან.

საერთოდ, დანანებით აღვნიშნავთ, რომ გასულ თვეში ქართველ ფეხბურთელებს წარმატებულად თამაში გაუჭირდათ და ვერც ეროვნულ ნაკრებში შემოგვთავაზეს კარგი ფეხბურთი. მოკლედ, ნომინანტთა ნუსხა საკმაოდ მწირია, მაგრამ ჩვენი რედაქცია შეეცედა მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო, ისე როგორც ყოველთვის ცდილობს ამას.

თქვენ კი, ექვს ფეხბურთელს შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. გამოკითხვა worldsport.ge-ზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში იქნება განთავსებული, ხოლო ხმების მიცემა 5 დეკემბერს, 23:59 საათზე შეწყდება. მაშ ასე, თქვენ ირჩევთ:

თორნიკე ოქრიაშვილი (“კრასნოდარი”) – ვერ ვიტყვით, რომ ნოემბრის თვეში ოქრიაშვილის თამაში შთამბეჭდავი იყო, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გასულ თვეში ქართველ ფეხბურთელებს მაინცდამაინც არ გაუბრწყინიათ და სხვების ფონზე “ოქრი” ნომინანტთა შორის მოხვედრას ალბათ უფრო იმსახურებდა, ვიდრე – არა. მთლიანობაში თორნიკემ ნოემბერში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. თუმცა, ისეთი მნიშვნელობის, სილამაზის და ისეთ დროს, რომ სწორედ ამ გოლმა განაპირობა მისი ამ ნუსხაში მოხვედრა. “ზენიტთან” გატანილ შედევრზე კი, ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ.

გიორგი ქვილითაია (“რაპიდი”) – 7 თამაში, 2 გოლი. ასეთია გიორგი ქვილითაიას მონაგარი ნოემბერში. ბოლო დროს, ქართულ გოლებს ევროტურნირებზე გადაჩვეულნი ვართ, თუმცა, ქვილითაიამ ამის გაკეთება შესძლო – გაუტანა რა, ევროპა ლიგაზე იტალიურ “სასუოლოს” მატჩის ბოლო წუთებზე და 3 ქულა ხელიდან გამოაცალა. ამავე თვეში გიორგიმ ავსტრიის ბუნდესლიგაშიც გახნსა პირადი ანგარიში და გრაცის “შტურმის” კარი დალაშქრა. ითამაშა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, ნოემბრის თვე მისთვის დასამახსოვრებელი გამოდგა.

გიორგი ქიმაძე (“ტორპედო”) – ქუთაისის “ტორპედოს” გასული თვე მართლაც საოცარი ჰქონდა. მის რიგებში კი, გამორჩეული მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე გახლდათ. 24 წლის ფეხბურთელმა თბილისისა და ბათუმის “დინამოს” კარში გოლების გატანაც მოახერხა და გარდა ამისა, მცველის კვალობაზე თითქმის ყველა თამაშში აქტიურობდა შეტევაში. ქიმაძემ ნოემბერშივე საქართველოს თასის მოიგო. მოკლედ, გამორჩეული თვე ჰქონდა ნამდვილად.

ბუდუ ზივზივაძე (“სამტრედია”) – ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი “თქვენ ირჩევთ”-ის ნომინანტთა შორის უკვე მეორედ მოხვდა. მართლაც, ბუდუს დიდი დამსახურებაა, რომ “სამტრედია” პირველი საჩემპიონო ტიტულისთვის იბრძვის. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა შედეგიანად ითამაშა ნოემბერშიც – ორჯერ შეასრულა სამი მატჩიდან დუბლი: ფოთის “კოლხეთთან” და “ზუგდიდთან”.

გიორგი ჭანტურია (“ურალი”) – ჭანტურიასაც ოქრიაშვილის მსგავსად ნოემბერში ციდან ვარსკვლავები არ დაუკრეფავს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ისიც იყოს ნომინანტებში. გიორგიმ თვის დასაწყისში გიორგი ლორიას და მის “კრილია სოვეტოვს” მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა. არც ეროვნული ნაკრების რიგებში უთამაშია ურიგოდ (სხვების ფონზე მაინც). შესაძლოა, მისი მონაგარი გაცილებით მეტი ყოფილიყო, რომ არა მოსკოვის “ლოკომოტივთან” მიღებული ტრავმა, რომლის გამოც 5 თვე გაუცდება.

ლაშა დვალი (“შლიონსკი”) – 21 წლის მცველს ალბათ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი უდგას. პოლონეთის ექსტრაკლასა დაბალი დონის ჩემპიონატების რანგში ნამდვილად არ გადის, ლაშას კი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგი პრესაც. ნოემბერში მან 3-ჯერ ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა - ლუბინის “ზაგლებიეს” კარში. სხვათა შორის, სწორედ გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მის მიმართ ინტერესს თვით ამსტერდამის “აიაქსი” იჩენს.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:36 | 29.10.2019
lashamax (938)

მაინც ვფიქრობ რომ ვან დეიკს ეკუთვნის. ლიგა მოიგო
მესის გამორჩეული წელი ქონდა მაგრამ ლივერპულთან გაბითურების შემდეგ უბრალოდ ამის არჩევა არაეთიკურია.
რონალდოს რაც შეეხება ლიგაზე იუვემ ვერ აუწყო მხარი თორემ დაახევდა ბურთს ყველას
რაც შარშან მოხდა მოდრიჩის არჩევით ამას გამოსწორება უნდა. წინა წელს უდაოდ რონალდოს ეკუთვნოდა უბრალოდ პერესმა ყველაფერი გააკეთა რომ რაონალდო არ გაეყვანათ. ასე რომ არ არის გამორიცხული რონალდოს დასახელება

09:32 | 29.10.2019
lashamax (938)

ეს თუ აირჩიეს მესი სექტა მასობრივ თვითმკვლელობას დაიწყებს

23:48 | 28.10.2019
RHP (3623)

ზემოთ ინტერვიუ რო დადეს მაგის ჩასაწერად იყვნენ ჩასულები ტურინში
ისე კი ძაან საინტერესოა რა გააკეთეს ან ერთმა ან მეორემ შეტევაში იმაზე მეტი რაც ვან დეიკმა დაცვაში ვერ გააკეთა მარა ხალხი ბრმაა და ეს დიდად არც მიკვირს

22:42 | 28.10.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სისულელეა

21:54 | 28.10.2019
fidofido (3392)

ისე ფრანგები მესის რო ერჩიან შარშანაც გამოჩნდა გამოკითხვა რო ჩაატარეს ინტერნეტით მესი ლიდერობდა და წაშალეს მერე. რონალდოს რაპონტში ეკუთვნის 35 კუალერამაც რო აჯობა მაგიტო ალბათ ვან დეიკი-მესი ესენი არიან მთავარი კანდიდატები მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს და ფრანგებმა შარშანდელი ვალი დავაბრუნოთო?

07:52 | 29.10.2019
temo11 (1791)

მესის რა პონტსი ეკუთვნის? არც მესი და არც ეს არუნდა იყვნე გამარჯვებულები

21:44 | 28.10.2019
dinamo11 (1009)

ტრაგიკომედიის ჟანრიდან არის!

21:42 | 28.10.2019
dinamo11 (1009)

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) პ.ს. სულ გამ....ევდნენ!?

19:10 | 28.10.2019
barcelona1991 (4821)

სისულელეაა.თუ გადასცეს ულაპარაკოდ მიკერძოებაა.

18:12 | 28.10.2019
ბაბუ პერესი (16691)

ესენი ხო არ ანძრევენ?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.08287
2388