ფეხბურთი

16:30 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა და “ტოტენჰემმა” თანამშრომლობა განაახლეს

ლონდონის “ტოტენჰემმა” ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ჰარი კეინს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. “დეზების” ტვიტერის გვერდიდან ვიგებთ, რომ 23 წლის შემტევი ლონდონში 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით დარჩება.

ჰარი კეინი ბოლო სეზონებია “ტოტენჰემის” გოლეადორია – 2014-2015 წლების სეზონში მან 34 მატჩში 21 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში - 38 თამაშში 25 გოლი. მიმდინარეში კი, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 10 მატჩში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113215