ფეხბურთი

10:27 | 1.12.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ასაკობრივ ლიგებში ფინალის დროა
15-წლამდელებში - “დინამო”-სფფ აკადემია, 17-წლამდელებში – “საბურთალო”-“ლოკომოტივი”

წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე 15-წლამდელთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ამ ასაკობრივში 2001 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში. სფფ-ის აკადემიამ ქუთაისის “ტორპედოს” 3:1 სძლია, ხოლო თბილისის “დინამომ” 3:0 აჯობა ქობულეთის “შუქურას”.სფფ-ის ამ ასაკის გუნდს გიორგი ხიზანიშვილი წვრთნის, ხოლო დინამოელებს - ვლადიმერ გოჩაშვილი.

15-წლამდელთა ლიგის ფინალი4 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 13 საათზე დაიწყება:“დინამო” - სფფ აკადემია.

ასევე 4 დეკემბერს, 15 საათზე,“მიხეილ მესხის” ცენტრალურ მოედანზე 17-წლამდელთა ლიგის ფინალში ერთმანეთს თბილისის “საბურთალო” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან. საბურთალოელებს სულიკო დავითაშვილი წვრთნის, ხოლო “ლოკოს” - ვლადიმერ ვაშაძე. შეგახსენებთ, ამ ასაკობრივში 1999 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში.

17-წლამდელების ნახევრაფინალურ მატჩებზე უკვე ვწერდით. “ლოკომოტივმა” 2:0 მოუგო ფოთის “კოლხეთს”, “საბურთალომ” კი 3:1 დაამარცხა თბილისის “დინამო”.

რაც შეეხება 19-წლამდელთა ლიგას, 5 დეკემბერს ნახევარფინალურ მატჩებს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 14 საათზე “ზუგდიდი” თბილისის “საბურთალოს” დაუპირისპირდება, 18 საათზე კი ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” შეხვდებიან.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.127089