ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ Marca–მ ლა ლიგის მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორი მოთამაშე “ესპანიოლიდან” არიან წარდგენილნი, რომელმაც შაბათს საკუთარ მოედანზე “ლეგანესი” გაანადგურა (3:0).
ტურის საუკეთესო გუნდი ასეთია:
მეკარე: ფერნანდო პაჩეკო (“ალავესი”);
მცველები: ლუკას ერნანდესი (“ატლეტიკო”), ნიკო პარეხა (“სევილია”), დიეგო რეიესი (“ესპანიოლი”), დუგლას პერეირა (“ხიხონი”);
ნახევარმცველები: მატეო კოვაჩიჩი (“რეალი”), ტაკაში ინუი (“ეიბარი”), პაბლო პიატი (“ესპანიოლი”);
თავდამსხმელები: სანდრო რამირესი (“მალაგა”), კარლოს ველა (“სოსიედადი”), იაგო ასპასი (“სელტა”).