ფეხბურთი

18:21 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულში” მაიკლ ოუენის რეკორდი დაამხეს

ინგლისური “ლივერპულში” ლეგენდარული მაიკლ ოუენის რეკორდი დამხობილია. საქმე ისაა, რომ გუშინ ინგლისის ლიგის თასზე “ლიდს იუნაიტედს” ბენ ვუდბარნმა გაუტანა გოლი, რომელიც 17 წლის და 45 დღის გახლდათ. სწორედ ნიჭიერი უელსელია ახლა “ლივერპულის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე.

აქამდე ეს რეკორდი ოუენს ეკუთვნოდა, ვინც პირველად “წითლების” მაისურით 17 წლისამ და 143 დღის ასაკში მოახერხა თავის გამოჩენა. მესამე ადგილზე ამ მხრივ ჯოდან როსიტერია – 17 წელი და 183 დღე.

0.124257