სხვა

16:22 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილის მილოცვა ახალგაზრდა მოკრივეებს

30 ნოემბერს, გლდანში მდებარე "დკდ"-ს დარბაზში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოადგილე შალვა გოგოლაძე ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებს შეხვდნენ და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

საქართველოს 18-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ქართველმა გიორგი ჭიღლაძემ (+91 კგ) ფინალში იასპარეზა, სადაც ავსტრალიელ ჯასტინ ჰანისთან წააგო. ოქროს მედლისთვის გადაწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გიორგიმ ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად აჯობა, ყველაზე რთული გამარჯვება კი ქართველმა მეოთხედფინალში იზეიმა, როდესაც ყაზახი მეტოქე მინიმალური უპირატესობით 3-2 დაამარცხა.

სანქტ პეტერბურგში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მთლიანობაში 6 ქართველო მოკრივე გამოდიოდა, თუმცა ჭიღლაძის გარდა მედლებისთვის ბრძოლა სხვებმა ვერ მოახერხეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.112213