ფეხბურთი

11:22 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოპერატიული” უეფა – 21-წლამდე ევრო 2015-ის სიმბოლური

გასაკვირია, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ, უეფამ ევროპის 21-წლამდე 2015 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ტურნირის დასრულებიდან არც მეტი, არც ნაკლები, წელიწადნახევრის შემდგომ გამოაქვეყნა. საბოლოოდ, 2015 წლის ზაფხულში ჩატარებული ტურნირის სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია)

მცველები: ჯოშუა კიმიხი (გერმანია), ვიქტორ ლინდელოფი (შვედეთი), ანდრეას კრისტენსენი (დანია), ლუდვიგ აუგუსტუნსონი (შვედეთი)

ნახევარმცველები: ჟოაო მარიო (პორტუგალია), უილიამ კარვალიო (პორტუგალია), ჯესი ლინგარდი (ინგლისი)

თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (პორტუგალია), რაფაელ გუერეირო (პორტუგალია), ჰარი კეინი (ინგლისი)

აღსანიშნავია, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, ოღონდ 2017 წლის, 7 თვეში დაიწყებოდა და ამის ფონზე კიდევ უფრო გასაკვირია, უეფასგან ასეთი ოპერატიულობა...

0.11839