კალათბურთი

11:07 | 30.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან ანტონიო” და “კლივლენდი” მოულოდნელად დამარცხდნენ

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

მოულოდნელად, “მილოუკმა” შინ “კლივლენდი” 118:101 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მილოუკმა” 34:20 მოიგო. მატჩში ყველაზე მეტი 34 ქულა იანი ანტეტოკუმპოს ანგარიშზეა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 22 ქულა შესძინა. “კლივლენდი” 13 მოგებით და სამი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

ასევე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ტეხასში, სადაც “სან ანტონიომ” “ორლანდოსთან” 83:95 წააგო. პირველი პერიოდის მოგების შემდეგ ტეხასელებმა ზედიზედ სამი მეოთხედი დათმეს. “ორლანდომ” გუნდური კალათბურთი ითამაშა, ხუთ კალათბურთელს ჰქონდა 10 და მეტი ქულა, მათ შორის ყველაზე მეტი 18 ქულა სერჟ იბაკას ანგარიშზეა. “სან ანტონიოში” 21 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა.

დაძაბული მატჩი გაიმართა ნიუ იორკში, სადაც ადგილობრივი “ბრუკლინი” “კლიპერსს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წამით ადრე კრის პოლმა სამქულიანი ჩააგდო და ძირითადი დროის შედეგი 107:107 დააფიქსირა. პირველი დამატებით 5-წუთეულში თანაბარი ბრძოლა გაიმართა, ბოლო წამებზე ჯამალ კროუფორდმა სამქულიანი ჩააგდო (118:118) და მეორე ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც მასპინძლებმა უკეთესი სიზუსტით ტყორცნეს ბურთი და საბოლოოდ “ბრუკლინმა” 127:122 იმარჯვა. მატჩში ყველაზე მეტი, 28 ქულა “ბრუკლინის” კალათბურთელმა შონ კილპატრიკმა ჩააგდო, რასაც 14 მოხსნას მიუმატა.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “დეტროიტი” 89:112 (25:33, 29:24, 20:27, 15:28)

https://www.youtube.com/watch?v=-YsVy14BSDg

“ბრუკლინ ნეტსი” – “კლიპერსი” 127:122 (24:28, 29:37, 20:21, 34:21 o.t. 20:15)

https://www.youtube.com/watch?v=dbch9g8uoBA

“მილოუკი” – “კლივლენდი” 118:101 (30:32, 28:22, 34:20, 26:27)

https://www.youtube.com/watch?v=hv5XB-SJq5k

“ნიუ ორლეანი” – “ლეიკერსი” 105:88 (33:22, 32:19, 24:22, 16:25)

https://www.youtube.com/watch?v=pU36vH0Wn0A

“სან ანტონიო” – “ორლანდო” 83:95 (20:16, 23:29, 21:30, 19:20)

https://www.youtube.com/watch?v=6Ud56lhRVKA

“იუტა” – “ჰიუსტონი” 120:101 (38:29, 24:21, 23:23, 35:28)

https://www.youtube.com/watch?v=SFL5PPGisXU

0.124894